2020-05-18 10:29:57
ჩვენი მოლოდინია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდება, რადგან შევძლოთ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს - სამადაშვილი

ჩვენი მოლოდინია, რომ გიორგი გათავისუფლდება საპყრობილედან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და 8 მარტის შეთანხმება ჩაითვალოს შესრულებულად - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან  ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება არის უკანასკნელი პირობა 8 მარტის შეთანხმების, რომელიც დღემდე შეუსრულებელი რჩება. ჩვენი მოლოდინია, რომ გიორგი გათავისუფლდება საპყრობილედან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და 8 მარტის შეთანხმება ჩაითვალოს შესრულებულად. ეს მოლოდინი აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ განცხადებები, რომელიც გაკეთდა სენატში, რომელიც გაკეთდა ევროპარლამენტში და მე მინდა, დღეს მოვუწოდო კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჩარევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში იმიტომ, რომ დღეს დამოუკიდებელმა სასამართლომ შეიძლება მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს იქნებოდა სწორედ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამავე თემაზე