2020-05-15 16:50:07
ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და მანდატი, არის პრეზიდენტი - კალაძე ოპოზიციონერების გათავისუფლებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მტკიცება, თითქოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილი იყო პატიმრობაში მყოფი კონკრეტული პირების გათავისუფლება, სიმართლეს არ შეესაბამება. კალაძე აცხადებს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და მანდატი, არის პრეზიდენტი.

"ოპოზიცია ცრუობს, როცა ამბობს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო იმ კრიმინალების გამოშვება, რომელთაც გარკვეული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი ბერკეტი ვერ ექნება იმისა, რომ კონკრეტიული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და მანდატი, არის პრეზიდენტი" - განაცხადა თბილისი მერმა.

ამავე თემაზე