2020-05-15 16:39:20
„ოცნების" მიერ აგორებული ცილისმწამებლური კამპანია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა - რურუა 

„ქართული ოცნების" მიერ აგორებული და სამთავრობო მედიის მიერ მხარდაჭერილი ეს ცილისმწამებლური კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა - ამის შესახებ ნათქვამია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქში“ მის გვერდზე გავრცელდა.

„მაშინ, როდესაც, ხელისუფლება ჩადის დანაშაულს და მიდებს იარაღს, შემდეგ ვერ ამტკიცებს ამას, მიდის აბსურდული პროცესები, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის ტყუილით, ცილისწამებით და ტრაგედიებით მანიპულირება. იმდენად დაინტერესებულები არიან, განსხვავებული აზრის მქონე პირის ციხეში გამოკეტვით, რომ გონიათ, საკუთარ დანაშაულს ბინძური ტყუილებით და აბსურდით გადაფარავენ. „ქართული ოცნების" მიერ აგორებული და სამთავრობო მედიის მიერ მხარდაჭერილი ეს ცილისმწამებლური კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ეს საბჭოთა რუსული მეთოდია და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლის დადგენას ხელს ვერ შეუშლის“, - განაცხადა რურუამ.

ამავე თემაზე