2020-05-15 13:24:59
კლანი არასდროს დაუშვებს იმას, რომ მისთვის პრობლემის შემქმნელი ადამიანი, სასამართლოში იყოს ნომინირებული - სალაძე

კლანი არასდროს დაუშვებს იმას, რომ მისთვის პრობლემის შემქმნელი ადამიანი, სასამართლოში იყოს ნომინირებული - ამის შესახებ განცხადება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა.

საია-ს ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდებს პროცესი ღიად ჩატარდეს. 

"კლანი არასდროს დაუშვებს იმას, რომ მისთვის პრობლემის შემქმნელი ადამიანი იყოს ნომინირებული. შეიძლება ეს პროცესი მოჩვენებითი გააკეთონ. არც ამას გამოვრიცხავ, მაგრამ რეალურად ისე იზამენ, რომ მათთვის სასურველი და ერთგული კანდიდატი მოხდეს სასამართლოში. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ კლანს ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში მათი ერთგული იქნება. მოვუწოდებთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ვინც კანდიდატი უნდა დაასახელოს, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე", - აღნიშნა სულხან სალაძემ

ამავე თემაზე