2020-05-15 10:41:08
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილია 300 074 ადამიანი.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 4,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.
1 600 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
2 500 000-ზე მეტი პაციენტი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს, აქედან დაახლოებით 45 000-ის მდგომარეობა კრიტიკული ან სერიოზულია.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსის 1,441,055 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 86,000-ზე მეტი ადამიანი.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში



კვირის ვიდეოები