2020-05-14 19:28:30
შეიძლება ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე წავიდეს საუბარი - შარაშენიძე

შეიძლება ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე წავიდეს საუბარი - ამის შესახებ განცხადება, ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში თორნიკე შარაშენიძემ "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნები საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიის ტესტია.

„მთავარი ტესტი საქართველოსთვის არჩევნების დემოკრატიაზე არის-ხოლმე. ამიტომ არჩევნებიდან არჩევნებამდე საქართველოს ხელისუფლებას აცდიან-ხოლმე. 8 მარტის შეთანხმება უკავშირდება არჩევნებს. 8 მარტის შეთანხმების ჩაგდება მძიმედ ასახული იქნება ყველაფერზე, მათ შორის ასოციერების შეთანხმების შესრულებაზე. თუ არ შესრულდა შეთანხმება, ყველა ვარიანტში დაკორექტირდება ბუნებრივად და მწვავე ხასიათს მიიღებს. ევროკავშირი ყოველთვის უფრო მომთმენი იყო საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ თუ ჩათვლიან, რომ გადააგდეს, მათი მოთმინების ფიალაც აივსება. ძალას არ იყენებს ევროკავშირი, მაგრამ სრულიად თავისუფლად შეიძლება, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე წავიდეს საუბარი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ამავე თემაზე