2020-05-14 16:53:34
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილი, რომელიც ოჯახს ჩამოართვეს, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა და მის გაშვილებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილი, რომელიც ოჯახისგან განაცალკევეს, ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, შეფასება განხორციელდა საქმეში ჩართული სოციალური მუშაკების მხრიდან, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე.

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა სამედიცინო დაწესებულებასა და სააგენტოს შორის, შეფასებული იქნა რისკები და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მოხდა ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა.

ოჯახი ცხოვრობს მძიმე სოციალური პირობებში. შეფასება განხორციელდა საქმეში ჩართული სოციალური მუშაკების მხრიდან, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ახალშობილის მშობლებს. ოჯახი ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაში და სააგენტო გაძლიერებულ მონიტორინგს აწარმოებს ოჯახში დარჩენილი ორი არასრულწლოვანის მდგომარეობაზე.

ახალშობილი ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის უკიდურესი ზომა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მნიშვნელოვანი რისკის შემცველი გარემოებები უდევს, თუმცა ვინაიდან საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს საქმეში არსებული დეტალები“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამავე თემაზე