2020-05-14 16:28:30
სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, დახმარება კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ - ბერაია კუბილიუსზე

სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, გამოყოფილი დახმარების მიღება დაუკავშირონ კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ანდრიუს კუბილიუსის წერილის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მისი თქმით, ამას აღიქვამენ, როგორც მოწოდებას ხელისუფლება ჩაერიოს მართმსაჯულებაში, რაც მათთვის მიუღებელია.

„საქართველო სამაგალითო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ შედეგებს. ამას აღიარებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარნტიორი და სწორედ ამ წარმატებული ნაბიჯების მხარდასაჭერად არის მობილიზებული ის მასშტაბური დახმარება, რომელიც საქართველოს გამოუყვეს საერთაშორისო, მათ შორის, ევროპელმა პარნტიორებმა. ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, ამ მიზნით გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც რასაკვირველია, მიუღებელია.

საქართველო არის კანონის უზენაესობის და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის უკანონო და რასაკვირველია, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი მონდომებით, სიხარულით და ენთუზიაზმით ცდილობს, საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს, რომ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს, თუმცა, ქართულ-ევროპული ურთიერთობები და საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობა არის ძალიან მყარი. ამას ჩვენ წლებია ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით ვაშენებთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგი და მიუხედავად ყველანაირი წინააღმდეგობისა, ჩვენ ამ ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს აუცილებლად განვახორციელებთ,“- განაცხადა ბერაიამ.

ამავე თემაზე