2020-05-14 16:14:01
ექსპერტმა დააფიქსირა, რომ სახეზეა სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენება, რაც მძიმე შეფასებაა-კახა წერეთელი

ექსპერტმა დააფიქსირა, რომ სახეზეა სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენება, რაც მძიმე შეფასებაა-ასე ეხმაურება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი კახა წერეთელი.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის შეფასება პირდაპირ აფიქსირებს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებას.

„თავიდანვე აცხადებდა დაცვის მხარე, რომ ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება, ფულის გათეთრების ნაწილში. დღეს ჩვენთვის ცნობილი ახალი არაფერი არ გამხდარა, შეფასდა ის მასალა, რომელიც საქმეში აქამდეც ისედაც იყო. მთავარი შეფასება რაც გააკეთა ექსპერტმა არის ის, რომ ის ფაქტები რომც დადგინდეს, რასაც პროკურატურა მიიჩნევს, მაინც არ არის ფულის გათეთრება. შეფასებები არასწორადაა გაკეთებული. ექსპერტმა დააფიქსირა, რომ სახეზეა სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენება, რაც მძიმე შეფასებაა“, - აცხადებს კახა წერეთელი.

ამავე თემაზე