2020-05-14 16:09:59
სწრაფად მოხდეს ფულადი დახმარების მიცემა ადამიანების ფართო ჯგუფებისთვის რომ რეალურად, ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ - ყიფიანი

სწრაფად მოხდეს ფულადი დახმარების მიცემა ადამიანების ფართო ჯგუფებისთვის რომ რეალურად, ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ - კორონავირუსის კრიზისიდან თავის დასაღწევად, "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობის დახმარების გეგმას წარადგენს.

"ერთადერთი სწორი მიდგომაა სწრაფად მოხდეს ფულადი დახმარების მიცემა ადამიანების ფართო ჯგუფებისთვის რომ რეალურად, ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ," - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

პარტიის წევრები განმარტავენ, რომ აუცილებელია, ხელისუფლება ყველა იმ ოჯახს დაეხმაროს, რომლის შემოსავალიც, წლიურად, 40 ათას ლარს არ აღემატება. მათი ინიციატივით, ყველა არასრულწლოვანს 500 ლარი, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს კი 1000 ლარი უნდა გადაეცეთ. 

"შესაძლებელია, რომ დღესვე დაიწყოს ამ პროგრამის განხორციელება. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოწოდებული დახმარებიდან ხუთი მილიარდი, რასაც თავად მთავრობა აღიარებს და თავის თავზე ცდილობს რომ დაიბრალოს, არის განპირობებული ბიუჯეტიდან ხალხის დასახმარებლად. იმ გაჭირვებაში შესახიდად რა გაჭირვებაშიც დღეს საქართველოს მოქალაქეები არიან," - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის განხორციელებას სამი მილიარდი სჭირდება. პარტია ხელისუფლებას ამ პროგრამის დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს. 

 

ამავე თემაზე