2020-05-14 15:39:12
დაიდო კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც არათუ ფულის გათეთრებასთანაა საქმე, არამეს, არანაირი დანაშაულებრიივ ნიშნები არ მოიპოვება - ხაზარაძე TI-ს დასკვნაზე

დაიდო კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც არათუ ფულის გათეთრებასთანაა საქმე, არამეს, არანაირი დანაშაულებრიივ ნიშნები არ მოიპოვება - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, რითაც დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას გამოეხმაურა. ხაზარაძის თქმით, ამ დასკვნით გამოჩნდა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეეების არსებობს. მისი აზრით ეს ანაკლიის პროექტის გაჩერებისკენ იყო მიმართული.

"გამოქვეყნდა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა სადაც ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე გამოიძიეს. დაიდო კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც არათუ ფულის გათეთრებასთანაა საქმე, არამეს, არანაირი დანაშაულებრიივ ნიშნები არ მოიპოვება", - აცხადებს ხაზარაძე.

ამავე თემაზე