2020-05-14 13:56:38
სამტრედიაში კომენდანტის საათის დროს მაღაზია გაქურდეს

კომენდანტის საათის დროს სამტრედიის ცენტრში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზია „ალტჰაუსიდან“ მობილური ტელეფონებია წაღებული. 

ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა. ფაქტის შესახებ ინფორმაციას მაღაზიის თანამშრომლები არ ადასტურებენ მაშინ, როდესაც მომხდარის შესახებ ახლომდებარე მარკეტების თანამშრომლები ღიად საუბრობენ.

ამავე თემაზე