2020-05-14 13:09:46
EBRD-ის პროგნოზი იმაზე პესიმისტურია, ვიდრე - სავალუტო ფონდის - თურნავა

EBRD-ის პროგნოზი იმაზე პესიმისტურია, ვიდრე - სავალუტო ფონდის. სავალუტო ფონდი საქართველოში წლის ბოლოს 4%-იან კლებას ვარაუდობდა, EBRD 5.5%-ს - ამის შესახებ განცხადება, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზთან დაკავშირებით გააკეთა.

EBRD-ის პროგნოზი იმაზე პესიმისტურია, ვიდრე - სავალუტო ფონდის. სავალუტო ფონდი საქართველოში წლის ბოლოს 4%-იან კლებას ვარაუდობდა, EBRD 5.5%-ს. ეს პროგნოზები წინასწარია და დიდწილადაა დამოკიდებული მსოფლიოს, გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის შეფასებაზე. ეს შეფასება ხდება უფრო პესიმისტური, რადგან მოლოდინები, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, კოვიდინფექცია გაქრებოდა, არ მართლდება. როგორც ჩანს, მოგვიწევს ამ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება. ეს პესიმიზმიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

საქართველოს ეკონომიკა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ეკონომიკა, ჩვენ არ ვართ ვაკუუმში და შესაბამისად, ის, თუ როგორ მძიმდება პროგნოზები გლობალურ ეკონომიკასთან მიმართებით, არ შეიძლება, არ აისახოს ჩვენთან მიმართებით გაკეთებულ პროგნოზებში. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და ნაკლებად დამოკიდებულნი გავხდებით იმპორტზე. ეს გახდება ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის. აქედან გამომდინარე, პესიმიზმი გასაგებია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი გვქონდეს 2021 წლისთვის“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე