2020-05-13 14:02:41
საავტობუსე ზოლების გამოყოფას თბილისის ყველა ქუჩაზე ვგეგმავთ - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საავტობუსე ზოლების გამოყოფა თბილისის ყველა ქუჩაზე იგეგმება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი, რომ ავტობუსები ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდნენ. ჩვენ ორი წლის წინ ვთქვით, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი უნდა იყოს და სწორედ ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ანალოგიური პროექტების განხორციელებას მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლები გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებმა კომფორტულად გადაადგილება მოახერხონ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამისთვის ყველა პირობას შექმნის, როგორც ახალი ავტობუსების, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სახით", - განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე