2020-05-13 12:37:23
ანაკლიის პორტი, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს აშენდება, გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება - გოცირიძე

გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, დანარჩენი არის ილუზიები, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და როგორი მოწოდებები, როგორი არგუმენტებიც არ უნდა დავდოთ. შევეშვათ არარეალისტურ გეგმებს - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ანაკლიის პროექტი ივანიშვილს მის ასაშენებლად არ შეუჩერებია. ანაკლიის პორტი, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს აშენდება. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ის დიდი სიკეთე, რომელიც პორტმა და მასთან დაკავშირებულმა ბევრმა სხვა პროექტმა შეიძლება მოიტანოს, არ განხორციელდება. გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, დანარჩენი არის ილუზიები, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და როგორი მოწოდებები, როგორი არგუმენტებიც არ უნდა დავდოთ. შევეშვათ არარეალისტურ გეგმებს. ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოსი არცერთი დიდი პროექტი არ განხორციელდება, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც არის რუსეთის ინტერესებში. შეასრულა ივანიშვილმა რუსეთის დავალება და ახლა რა ძალა აიძულებს რომ პროექტი თავიდან შემოატრიალოს?! ერთდაერთი ძალა არის ხალხი და არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ანაკლიის პროექტი სამუდამოდ მკვდარია,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, გუშინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც კონსორციუმი მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან თანამშრომლობით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და სამუშაოები გავაგრძელოს.

ამავე თემაზე