2020-05-13 11:54:41
საგანგებო მდგომარეობის გამო ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია

საგანგებო მდგომარეობის გამო გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძე პარლამენტში საგანგებო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მივა. 

"მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, როგორც პარლამენტი, ასევე, ყველა უწყება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმში. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ის წესები, რომელიც ეხება სხვადასხვა უწყების ანგარიშის ჩაბარებას, ასევე დაექვემდებარა საგანგებო რეჟიმს. როდესაც კი ეს მოიხსნება, ბუნებრივია, აღდგება ის ჩვეულებრივი რეჟიმი და რიტმი და პარლამენტში აუცილებლად მოვა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელიც რეგლამენტით ვალდებულია მოვიდეს და ანგარიში ჩააბაროს პარლამენტს,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვლმა.

ამავე თემაზე