2020-05-13 11:48:08
გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს

გუდაურში მომხდარ ორ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს, სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

"სასამართლო სხდომაზე გადაწყდება ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ საქმეს, თუ სასამართლოს მივანდობთ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლო იმსჯელებს იმ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც არის გადამწყვეტი საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. ვიდეოკამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილი არის უდანაშაულო, ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში, ის იცავდა თავს თავდამსხმელისგან. მერაბ კობიაშვილის ქმედებას არაფერი აქვს საერთო იმ მუხლებთან, რომლითაც მას ბრალი აქვს წაყენებული,"- განაცხადა ადვოკატმა.

ამავე თემაზე