2020-05-13 11:18:03
EBRD-მა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5%-მდე შეამცირა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5%-მდე შეამცირა.

EBRD-ის პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შეზღუდვები მოგზაურობასა და ტურიზმზე.

"გაჯანსაღება დამოკიდებული იქნება ვირუსის შემაკავებელი შიდა ზომების ეტაპობრივ შერბილებასა და ჩვეული ცხოვრებისთვის დაბრუნებაზე წლის მეორე ნახევარში", - ამბობენ EBRD-ში.

ცნობისთვის, 2019 წლის ოქტომბერში EBRD-ის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ს აღწევდა. 

ამავე თემაზე