2020-05-13 10:41:26
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მზადაა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და განახორციელოს პროექტი, რომელიც ამ დრომდე შეჩერებულია.

კონსორციუმმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივა იქნება. 

“საბედნიეროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი ანაკლიაში სამუშაოების სასწრაფოდ განახლების მიმართულებით და ამით მიღწეული იქნას საერთო მიზანი, რომ სწრაფად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკომონიკა გამოვიდეს კრიზისიდან.

პროექტი ამჟამად შეჩერებულია და მხარეთა შორის არსებობს უთანხმოება ამასთან დაკავშირებით, თუმცა კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო სააარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო, გამომდინარე იმ კრიზისიდან, რაც გამოწვეული იქნა საქართველოში კოვიდ-19 პანდემიით. ამავდროულად, კონსორციუმმა გააჟღერა მისი სურვილი, რომ თავიდან იქნას აცილებული სააბიტრაჟო წარმოება – რათა დავის პროცესმა კიდევ არ შეაყოვნოს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი, და მზად არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააგრძელოს სამუშაოები”, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ამჟამად შეჩერებულია. საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის დაწყება კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გადადო.  

ამავე თემაზე