2020-05-13 10:23:10
ჩუგოშვილს ჩვენგან ასეთი პირობა არ მოუსმენია - თალაკვაძე პატიმრების გათავისუფლებაზე

პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელს თამარ ჩუგოშვილს არც ერთ შეხვედრაზე პატიმრების გათავისუფლების პირობა მას არ მოუსმენია. ამის შესახებ თალაკვაძემ გადაცემა ღამის კურიერში ისაუბრა.

"მესმის, რომ ყველა ნერვიულობს ამ საკითხზე, მათ შორის თამარ ჩუგოშვილიც, მე გარწმუნებთ და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არცერთ შეხვედრაზე ჩვენგან მას ასეთი პირობა არ მოუსმენია, არც ფორმალურ დიალოგზე, არც იმ შეხვედრებზე, რომელიც დახურულ ფორმატში ტარდებოდა არ მოუსმენია," - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძე ასევე აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა შეხვედრაზე, ოპოზიცია აყენებდა საკითხს უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას შესახებ, ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა ეს თემა, მაგრამ ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება არ და ვერ იქნებოდა ამ შეთანხმების ნაწილი

"ორი ყველაზე ხშირი ფრაზა, რომელსაც ისინი ამბობენ არის - ამაზე იყო საუბარი - ეს საკითხი იყო განხილული და მერე მიაყოლებენ ამ ტექსტს, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ა. შ. ამაზე ძალიან კონკრეტულ პასუხს გეტყვით მე. დიახ, თითქმის ყველა შეხვედრაზე, ოპოზიცია და განსაკუთრებით ეს რადიკალური ნაწილი, აყენებდა საკითხს უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას შესახებ, ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა ეს თემა, მაგრამ ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს ჩვენგან მკაფიო პასუხი, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება არ და ვერ იქნებოდა ამ შეთანხმების ნაწილი", - ამბობს თალაკვაძე.

ამავე თემაზე