2020-05-13 10:15:25
ყველა ნიშნით, ყველა მახასიათებლით, რომლითაც ადამიანებს ამ სტატუსს ანიჭებენ ხოლმე, უგულავა დღეს არის პოლიტპატიმარი - ხიდაშელი

ყველა ნიშნით, ყველა მახასიათებლით, რომლითაც ადამიანებს ამ სტატუსს ანიჭებენ ხოლმე, უგულავა დღეს არის პოლიტპატიმარი - ამის შესახებ განცხადება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მთავარ არხთან საუბრისას გააკეთა. 

"რა თქმა უნდა, დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და უპირველეს ყოვლისა, ასეთი არის გიგი უგულავა, იმის მიუხედავად, რა აზრის ვიყავი და ვრჩები მისი, როგორც მერის საქმიანობასთან დაკავშირებით. მე, თინა ხიდაშელი იმ დროის საკრებულოს წევრი ვარ, როდესაც ის იყო თბილისის მერი. მგონია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმით იყო დაკავებული კორუფციასთან მიმართებით, ის გასამართლდა ამისთვის. ავად, კარგად, ვიღაც თვლის, რომ ცოტა ჰქონდა სასჯელი, ვიღაც თვლის, რომ ბევრი ჰქონდა - ეს შეიძლება, მუდმივად დავის საგნად დარჩეს. კი ბატონო, ამაზე ვიდაოთ, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცები რაღაცებს თვლიან, ახალი განაჩენები არ დგება და ახალი განაჩენები არ დგება საარჩევნო წელს მაინცდამაინც თაროზე შემოდებული საქმით. შემიძლია, დოქტორანტურა დავიცვა იმ თემაზე, რას ნიშნავს პოლიპატიმარი. ყველა ნიშნით, ყველა მახასიათებლით, რომლითაც ადამიანებს ამ სტატუსს ანიჭებენ ხოლმე, გიგი უგულავა დღეს არის პოლიტპატიმარი." - განაცხადა ხიდაშელმა.

 

ამავე თემაზე