2020-05-12 12:39:46
36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, უკვე 18-თან წინასწარი შეთანხმება არის მიღწეული-თურნავა

36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, უკვე 18-თან წინასწარი შეთანხმება არის მიღწეული-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ეკონონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციების რეკომენდაციებითა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების გაიდლაინებზე მუშაობს.

"მნიშვნელოვანია ის მოლაპარაკებები, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან. 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, უკვე 18-თან წინასწარი შეთანხმება არის მიღწეული, რომ ისინი აღადგენენ ფრენებს. რა თქმა უნდა ამას წინ უნდა უძღვოდეს ჩვენი დიპლომატიური არხების, ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმება, უსაფრთხო კორიდორის პრინციპებზე. მაგრამ რაც მთავარია ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად აღადგინონ ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის", - განაცხადა თურნავამ. 

ამავე თემაზე