2020-05-12 10:57:35
ელჩებმა დაადასტურეს, რომ შეთანხმება სასამართლოში პოლიტიკურ ჩაურევლობას ეხებოდა - კილაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოფო კილაძის თქმით, საელჩოების გამოქვეყნებულმა ერთობლივმა განცხადებამ დაადასტურა, რომ 8 მარტის შეთანხმება მართლმსაჯულებაში პოლიტიკურ ჩაურევლობას ეხებოდა.

"ელჩების დადასტურებამ, რომ შეთანხმება ეხებოდა სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკურ ჩაურევლობას, გააცამტვერა ნაცების მორიგი სიცრუე. საბედნიეროდ, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ გვყავს, ავბედითი წარსული წლებისგან განსხვავებით" - წერს კილაძე.

ამავე თემაზე