2020-05-12 10:48:10
ელჩები პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები? – გოცირიძე

ამაზე ნათლად და ამაზე არადიპლომატიური ენით რა უნდა თქვან ელჩებმა, პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები? გამგებმა უნდა გაიგოს - ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ, რომან გოცირიძე გააკეთა. მისი თქმით, მისი თქმით, თუ დიპლომატების ნათქვამს ვერ გაიგებენ, ეს ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას ძალიან ძვირად დაუჯდება.

„ხელისუფლებამ იძულებული გახადა ელჩები, რომ გაეკეთებინათ პირდაპირი, არაორაზროვანი და არადიპლომატიური განცხადება. ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამხილეს სიცრუეში. განაცხადეს, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი და მოუწოდებენ, რომ შეასრულოს პირობები. ანუ, გამოუშვან „პოლიტპატიმრები“. ამაზე ნათლად და ამაზე არადიპლომატიური ენით რა უნდა თქვან ელჩებმა, პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები? გამგებმა უნდა გაიგოს. თუ ვერ გაიგებენ, ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე