2020-05-11 16:18:57
ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო ეს პასუხისმგებლობა და მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო - გახარია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე 

ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო ეს პასუხისმგებლობა და მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერის თქმით, მისთვის ასევე წარმოუდგენელია იმის და შვება, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე, მმართველი გუნდის რომელიმე წევრმა აიღო პასუხისმგებლობა იმ პირების გათავისუფლებაზე, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.

"რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხს, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს, ვთვლიდი და ვთვლი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება. ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და ამის შემდეგ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი. პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო - ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, შეუძლებელი, ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო ეს პასუხისმგებლობა და მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო,"- აცხადებს პრემიერი. 

ამავე თემაზე