2020-05-11 15:21:14
საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა-გახარია

საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი გახარია ბათუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკის ძლიერი მხარეები უპირატესობად აქციოს.

„მთავრობის მიდგომა არის ძალიან მარტივი. კრიზისი ჩვენთვის უნდა იყოს შესაძლებლობა. კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვებში, მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურირებაში, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება, ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ახლა ისეთ კონკურენტულ უპირატესობად გავხადოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში ვმოგზაურობთ, არა, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე