2020-05-11 11:54:53
ანაკლიის და ფოთის პორტის პროექტების ერთმანეთთან დაპირისპირება არასწორია - თურნავა

არასწორია დაპირისპირება პორტებისა ანაკლია ან ფოთი - ამის შესახებ ეკონომინიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირაში” საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მართალია, გეოგრაფიული თვალსაზრისით, ეს კონკრეტული პროექტები შეიძლება კონკურენტები იყვნენ, თუმცა, სახელმწიფოს პერსპექტივიდან ორივე ორივე პორტის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს. 

,,არასწორია დაპირისპირება პორტებისა ანაკლია ან ფოთი. ასევე არასწორია დაპირისპირება მაგალითად ფოთის ახალ პორტსა, რომელსაც APM-ი აშენებს და იმ პროექტს შორის, რომელსაც ფოთში აშენებს PACE ჯგუფი. ასევე არასწორია დაპირისპირება ბათუმი ან ფოთი.

როდესაც ორი კონკურენტი ინვესტორი გარკვეულწილად, ბუნებრივ დაპირისპირებაშია შეიძლება მათ სხვა და სხვა არგუმენტები მოიყვანონ, მაგრამ, ამგვარი არგუმენტები საერთო ხედვიდან გამომდინარე არ არის სწორი. საერთო ხედვიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა ჰქონდეს იმდენი პორტი, რამდენ პორტსაც ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი აიტანს.

ანაკლიის პორტი კვლავინდებურად არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. მას შემდეგ, რაც აღდგება ფრენები, აღდგება ეკონომიკური ატქივოვა, ჩვენ კვლავინდებურად დავუბრუნდებით ანაკლიის ტენდერს. ჩვენ გვაქვს მყარი ვარაუდი, რომ ეს ტენდერი იქნება წარმატებული და რომ მოვიზიდავთ ინვესტორს. ამის პარალელურად განვითარდება ბათუმის ახალი პროექტი, ორი პროექტი რაც არის ფოთში დაგეგმილი და რომ ეს ინფრასტრუქტურა იქნება წარმატებული და ფინანსურად მდგრადი და მოემსახურება იმ გაზრდილ ნაკადებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ანაკლიაც აშენდება და ფოთიც აშენდება,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად, 2020 წლის იანვარში მოშალა, რის საპასუხოდაც კონსორციუმი საარბიტრაჟო დავის წარმოებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ თავისმხრივ, ფოთის პორტის ოპერატორმა APM Terminals-მაც განაახლა მისი საინვესტიციო პროექტი და არსებული მდგომარეობით, ფოთში $200-მილიონზე დიდი ინვესტიციით, ახალი ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს. 

ამავე თემაზე