2020-05-08 15:30:51
თბილისს აქვს სრული პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი - კალაძე

თბილისს აქვს სრული პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი - ამის შესახებ თბილისის მერმა მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამართულ ახალი პროექტის პრეზენტაციისას ისაუბრა. მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის მოგვარებისთვისაც სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, ის პროექტები, სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ემატება კიდევ აღნიშნული პროექტი. დაახლოებით 700 ჰექტარზე არის საუბარი, მთლიანად იქნება განახლებული, ჩანაცვლებული, მოწესრიგებული მთაწმინდის ფერდი“, – აცხადებს კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წელს ქალაქის მწვანე პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელზეც საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

„თბილისს აქვს სრული პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და გარწმუნებთ, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამავე თემაზე