2020-05-07 16:35:42
გირჩის აქცია-სეირნობის მონაწილეები 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამივე პირი თბილისი საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ორი მათგანი სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ცნეს სამართადამრღვევად და 1000-1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრეს, ხოლო ირაკლი ბელქანიას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

სამივე დაკავებულს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე აქცია 23 აპრილს გაიმართა. „გირჩის“ ლიდერები და მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით შეიკრიბნენ.

 

 

 

ფოტო:"მთავარი არხი"

ამავე თემაზე