2020-05-07 12:32:51
დედამთილი რძალის ცემისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს

დედამთილი რძალის ცემისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცის შსს ავრცელებს. ირკვევა, რომ ეს ქალის მხრიდან საკუთარ რძალზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ რძალს, შვილის მეუღლეს - 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს. -ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 2- დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე