2020-05-07 10:30:52
მიხეილ კალანდიას საქმე - დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მოსამართლის წინააღმდეგ საქმის მოკვლევა დაიწყო

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ კალანდიას საქმის მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყების მოთხოვნით იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს საჩივრით მიმართა. ზურა თოდუა ამბობს, რომ მოსამართლე სხდომის მიმდინარეობის დროს დახურული პროცესის დეტალებს ტელეფონით სხვას გადასცემდა.

,,მოსამართლე ფაქტობრივად არათუ არ ასრულებს მისდამი დაკისრებულ ფუნქციას 7 საათისა და 55 წუთის მანძილზე, არამედ ის დახურული სასამართლო სხდომის რეჟიმს ვოთსაპის მეშვეობით, დაუდგენელ აბონენტთან არის კომუნიკაციაში და აწვდის ინფორმაციას, - ამბობს თოდუა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდია სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შემცირდა. 

ამავე თემაზე