2020-05-04 14:36:49
მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმა, 600 000 თვითდასაქმებულს ტოვებს დახმარების გარეშე - ბაქრაძე

მთავრობის გეგმა, 600 000 თვითდასაქმებულს ტოვებს დახმარების გარეშე - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისელი გეგმა თვითდასაქმებულების დახმარებაზე ორიენტირებული არაა. 

"მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმავს აქვს 2 ძალიან დიდი ხარვეზი. პირველი ეს არის - არასრულყოფილება. მაგალითად გეგმა წინასწარ, ყოველივე დახმარების გარეშე ტოვებს მინიმუმ 600 000 თვითდასაქმებულ ადამიანს საქართველოში, საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება ადამიანებს, ვისაც სამსახური ჰქონდა და ხელფასი დაკარგა. ანუ ეს არის არასრულყოფილი დახმარების გეგმა, გეგმა, რომელიც ვერ აამუშავებს ეკონომიკას, იმიტომ რომ არ ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ამავე თემაზე