2020-05-04 12:11:01
ტურიზმის აღდგენის სტრატეგიული გეგმა დამუშავებულია და უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას - გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სექტორის აღდგენის მიმართულებით დავალება აქვს მიღებული. გახარიას თქმით, უკვე შემუშავებულია სტრატეგიული გეგმა, რომელიც საზოგადოებას მალე წარედგინება.

„სულ რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძრავის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დასრულებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას, ასევე წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე