2020-04-30 12:35:19
ყველაზე პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, უმუშევრობა შეიძლება 22%-მდე გაიზარდოს-ხიშტოვანი

კვლევითი ცენტრი PMC ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც - ოპტიმისტურ, ნაკლებად პესიმისტურ და ძალიან პესიმისტურ სცენარებს აღწერს.

საუკეთესო შემთვევაში, ორგანიზაცია 2020 წელს ქვეყნის რეალური ეკონომიკის 4%-ით, უარეს შემთხვევაში კი - 12%-ით შემცირებას ვარაუდობს. გათვლები ეკონომიკის ე.წ. გახსნაზეა დამოკიდებული.

ორგანიზაციის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის კრიზისი ახალ შესაძლებლობებსაც აჩენს, თუმცა ეს მთავრობისგან უფრო მეტ ზომებს მოითხოვს, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კრიზისი მალე დაიძლევა, თუ ხელისუფლება სწორ ეკონომიკურ პროგრამას შეიმუშავებს. 

„პირობითად ვვარაუდობთ, რომ ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში უმუშევრობა შესაძლოა გაიზარდოს 14%-მდე, ხოლო ყველაზე პესიმისტური სცენარის შემთხვევაში 22%-მდე. სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტები არ არის გაჭირვებულების დახმარების მცდელობა. ეს არის გეგმა, თუ როგორ გვინდა ეკონომიკა დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. თუ ჩვენ გვექნება მცირე პაკეტი ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ეკონომიკურ პროცესებზე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხდა გიორგი ხიშტოვანმა

ამავე თემაზე