2020-04-29 18:33:03
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დაკავებულ დავით ცინარიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ბრალის წარდგენის პროცედურა დროებითი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

სამართალდამცავებმა დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. 

ამავე თემაზე