2020-04-29 12:05:27
ჯო ბაიდენს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სენატში ბაიდენის გუნდის ყოფილმა თანამშრომელმა, 56 წლის ტარა რეადემ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ქალის განცხადებით 1993 წელს, პოლიტიკოსმა  სენატის კორპუსში  მასზე ფიზიკურად იძალადა. მისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ხოლო მისი საარჩევნო შტაბის პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. ბრალდებები სექსუალურ შევიწროებაში დემოკრატი კანდიდატის აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაისმა.  

ამავე თემაზე