2020-04-28 18:12:58
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს

საპატრულო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ცინარიძე დაკავებულია. ცინარიძეს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება. ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.

საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ყოფილ მოადგილეს, სავარაუდოდ, ამ წუთებში კითხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

 

 

 

 

ამავე თემაზე