2020-04-28 13:23:27
ერთს ამბობს შსს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა ხოლმე - დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის ადვოკატს ამ დრომდე არ მოუნახულებია. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ამ ეტაპზე უცნობია აღიარებს თუ არა დანაშაულს დაკავებული სასულიერო პირი. ადვოკატი ბრალდებულს დღეს მოინახულებს.

"ცეცხლსასროლი იარაღისა და ასევე განზრახ მკლველობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე სხვა მე ვერაფერს ვერ გეტყვით. დანარჩენს, როცა მოვინახულებ მას შემდეგ შემიძლია დეტალურად გესაუბროთ. ჯერჯერობით გაურკვეველი მდგომარეობაა. ერთს ლაპარაკობს შსს და რეალობა სულ სხვა არის ხოლმე. ამ რეალობაში გავერკვევით. დეტალებში, ფაქტობრივ გარემოებებში დიდი ალბათობით რეალობა განსხვავებულია," - განაცხადა ადვოკატმა.

ამავე თემაზე