2020-04-28 13:04:36
თქვენ იქ არ იყავით და ამიტომ ჭორის დონზე ნუ ლაპარაკობთ. შეიძლება ცილისწამებაც იყოს-მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

თქვენ იქ არ იყავით და ამიტომ ჭორის დონზე ნუ ლაპარაკობთ. შეიძლება ცილისწამებაც იყოს-ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

„თქვენ იქ არ იყავით და ამიტომ ჭორის დონზე ნუ ლაპარაკობთ. შეიძლება ცილისწამებაც იყოს. ბერებს ჰკითხეთ მე რა ვიცი. თუ დაკავებულია მამაო მაშინ დაველოდოთ გამოძიებას. პოლიციელი იყო იქ ვინმე? მოწმე ვინმე არის? არავინ არ არის და რატო ლაპარაკობენ? თითქოს ჩასაფრებული ხართ, რომ მაინც და მაინც დანაშაული იპოვოთ",-აცხადებს მიტროპოლიტი.

მამა დავით აქიაშვილს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. დაკავებული სასულიერო პირი გორის იზოლატორშია მოთავსებული. ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა კი ურთიერთდაპირისპირების შემდეგ მოხდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე