2020-04-15 12:21:59
ვითიბი ბანკი მომხარებელს განახლებულ ინტერნეტბანკს სთავაზობს

ვითიბი ბანკი აგრძელებს ციფრული ბანკინგის განვითარებას და მომხმარებელს სრულიად განახლებულ ინტერნეტბანკს სთავაზობს.

ახალი ინტერნეტბანკის დიზაინზე და მის დეველოპმენტზე იმუშავეს ამ დარგში წამყვანმა ევროპულმა კომპანიებმა.

ახალ ინტერნეტბანკში გამოყენებულია უახლესი  თაობის ტექნოლოგიები, რამაც ის უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახადა. დიზაინის და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებით კი ახალი ინტერნეტბანკის მოხმარება საგრძნობლად გამარტივდა, კერძოდ:

  • გამარტივდა ინტერნეტბანკზე რეგისტრაცია და დავიწყებული პაროლის განახლება.
  • დაიხვეწა გადარიცხვების, გადახდების და კონვერტაციის გვერდები;
  • შეიქმნა სპეციალური გვერდი საბანკო ბარათების სამართავად.

ახალ ინტერნეტბანკზე რეგისტრაცია შესაძლებელია ფილაილში ვიზიტის გარეშე. ამისთვის  საჭიროა მხოლოდ: პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და ვითიბი ბანკის აქტიური ბარათი.

განახლებული ინტერნეტბანკი ხელმისაწვდომია მისამართზე: https://beta.vtb.ge 

ამავე თემაზე