2020-04-10 13:46:11
დაფარავს თუ არა კერძო დაზღვევა კორონავირუსის ხარჯებს? - ტიკარაძის განმარტება

სახელმწიფო კვლავ ერთადერთ ამნაზღაურებლად რჩება, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას იმის შესახებ, თუ როდიდან და რა ფორმით ჩაერთვებიან კერძო სადაზღვევო კომპანიები კორონავირუსის დაფინანსების საკითხში. მინისტრის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"ამ ეტაპისთვის სახელმწიფო სრულიად ფარავს ყველა ჩვენი მოქალაქის საჭიროებას კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ როგორც ჰოსპიტალური სექტორი, ასევე სადაზღვევო სექტორი არაერთგვაროვნად იყო საქართველოში განვითარებული, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა მოქალაქის ინტერესი სრულიად იყოს დაცული.

ჩვენ ვითვალისწინებთ იმ პაკეტების მოცულობას და პაკეტებში ჩვენი მოქალაქეების თანამონაწილეობას, რომელიც მათ გააჩნიათ. ჯერჯერობით ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ ამნაზღაურებლად ამ სექტორში და კოვიდის ინფექციის მატარებელ პაციენტებში", - განაცხადა ტიკარაძემ.   

 

ამავე თემაზე