2020-04-10 13:23:06
"ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამაში" - დეკანოზი შალვა კეკელია სასულიერო პირების მასობრივ გამოკვლევაზე

მიზნობრივ ჯგუფში, ვისაც COVID-19-ის ინფექციაზე მასობრივი ტესტირებაც, მაღალი რისკის გამო, პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ, შედიან სასულიერო პირებიც. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია "კურიერთან" აცხადებს, რომ ეკლესია ტესტირების წინააღმდეგი არ არის. 

"რისკჯგუფში არის ყველა ადამიანი, ვისაც ადამიანებთან შეხება აქვს, ეს ბუნებრივია. ჩვენ, სასულიერო პირები, ვესინჯებით კიდევაც, დავდივართ ექიმებთან, ვიღებთ ანალიზებს, ჩვეულებრივად. თუ ვინმე ამ ანალიზს აგვიღებს, ეკლესია ამის წინააღმდეგი არასდროს არ იქნება. როგორ შეიძლება წინააღმდეგი ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ აგვიღოს ანალიზი და ჩაგვიტაროს ეს ტესტი. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამაში,"- განაცხადა სასულიერო პირმა.

ამავე თემაზე