2020-04-10 13:07:42
ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებებს პარკებსა და სანაპიროზე ყოფნა შეეზღუდათ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუს ჩOVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ახალ აკრძალვებს აწესებს.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას მიერ ხელმოწერილი „დეკრეტის“ თანახმად, 11 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე აიკრძალება ქუჩებში, სანაპიროზე, მოედნებზე, პარკებში და სკვერებში ყოფნა.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა საქმე ეხება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, აუცილებლად შეასრულებელ სამუშაოს, სურსათის და სხვა საჭირო საქონლის შეძენას, ავადმყოფების მოვლას, 60 წელზე უფროსი ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის პროდუქტის სახლში მიტანას, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და ნარჩენების გადაყრას.

აკრძალვა არ ეხებათ სამართალდამცავი, სამედიცინო, სოციალური, სამაშველო და საბანკო სისტემის წარმომადგენლებს, მოხალისეებს და იმ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა ნებადართულია.

აკრძალვის პირველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 3 ათასი რუბლის ჯარიმა.  

 

ამავე თემაზე