საფრთხე იმისა, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა არ დამტკიცდეს, არ არსებობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ვიდრე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა ჩვენ, ოპოზიციასთან ერთად შევიკრიბეთ და განვიხილეთ თუ რომელი სცენარის პირობებში როგორ გაგრძელდებოდა საკონსტიტუციო განხილვა. ეს სცენარები ჩვენ წინასწარ გვაქვს მომზადებული. ყველაზე მჭიდრო ვადები დავთვალეთ, რა ვადებშიც არის შესაძლებელი საკონსტიტუციო პროექტის მიღება, ეს ყველაფერი გავლილ გვაქვს. შესაბამისად არანაირი პრობლემა და საფრთხე არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა დამტკიცებული არ იქნას“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისვე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით დაიდო და შესაბამისად ეს შეთანხმება აუცილებლად შესრულდება.