2020-04-10 12:27:13
ძმურად გეხვეწები არ იჩივლო, ცოტახანს იცოცხლოს ამ კლიპმა რა ზუსტად ისეთი ფორმით როგორიცაა - გამოხმაურებები სოციალურ ქსელში (ფოტო)

ძმურად გეხვეწები არ იჩივლო, ცოტახანს იცოცხლოს ამ კლიპმა რა ზუსტად ისეთი ფორმით როგორიცაა - "დარჩი სახლში" ამ სახელწოდებით ქართველმა მომღერლებმა ახალი სიმღერა ჩაწერეს, რომლის პრემიერაც გუშინ შედგა და რომელსაც სოცილურ ქსელში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოყვა.

ვიდეო რგოლი, რომლის იდეის ავტორია სოფო ბედიაა, კრიტიკას სოცილაურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი ვინც ამ კლიპს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ბოროტი და ზნედაცემული ადამიანია.

აღნიშნულ ვიდეო რგოლს, სოციალურ ქსელში ასევე გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძეც ეხმაურება და წერს, რომ ეს არის ქურდობა. მისი თქმით, კლიპში ლაბორატორიის კადრებია გადაღებული სადაც ჩანს თუ როგორ მუშაობს ლაბორატორიის თანამშრომელი.

კლიპში მონაწილეობენ, ნინი ქარსელაძე, ბორის ბედია, სოფო ბედია, სოფო ბედიას ქმარი, თემურ თათარაშვილი და "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიებში აქტიური მონაწილეობით გამორჩეული მომღერლები. 


 

ამავე თემაზე