2020-04-10 12:51:15
კობახიძის პროგნოზი კოვიდის ფონზე - 100 მანდატი - ოცნების სამნიშნა შედეგი?

ირაკლი კობახიძეს ცოტათი „აშინებს" ტენდენცია, „ქართული ოცნების" მანდატების რაოდენობამ სამნიშნა რიცხვი არ შეადგინოს, თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია ამ რიცხვს ერთი გამოაკლდეს და 99 ადგილი ივარაუდოს. კითხვას, როგორია მმართველი გუნდის პროგნოზი საპარლამენტო არჩევნებზე და როგორია პარტიის რეიტინგი, კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" უპასუხა.

„ამას, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამომრჩევლის განწყობა განაპირობებს, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ამ პროცესებს, რასაც დღეს საზოგადოება ადევნებს თვალყურს, საზოგადოება ხედავს ქმედით ხელისუფლებას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არის დაკავებული საზოგადოების და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრით, და მეორე მხარეს არის ამ ქმედითობით სასოწარკვეთილი ოპოზიცია. ბუნებრივია, საზოგადოება ამას ხედავს და ამის შედეგი იქნება საბოლოო ჯამში ის ციფრები, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ საპარლამენტო არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამარჯვება იქნება შთამბეჭდავი, თუმცა ახლა არ გვცალია ამისთვის, სამწუხაროდ, მთელი ყურადღება არის გადატანილი იმ გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ეპიდემიასთან." - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გადაცემაში „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს 18 მარტის ეთერში სტუმრობისას გაკეთებული განცხადება შეახსენეს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ არჩევნებზე 90 მანდატის აღება ივარაუდა. 

ამავე თემაზე