2020-04-10 12:42:38
ქობულეთის კლასტერიდან 148 პირია გამოვლენილი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადფგილის ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერის 148 პირი უკვე გამოვლენილი, მათ ნაწილს ლაბორატორიული კვლევა უკვე ცაუტარდა, ნაწილს კი აკვირდებიან. 

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საუბარია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსა და ქალაქის ტერიტორიაზე. მისივე განცხადებით, პირველ ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტირებული ადამიანების მოძიების პროცესი, ჯერ არ დასრულებულა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იკვლევს იმ პირებსაც, რომლებიც პირველი პაციენტის კონტაქტირებულ პირებტან შემხებლობაში არიან.

„დღეს დადასტურებული 6 შემთხვევიდან, ინფიცირებულია სხვადასხვა ასაკობრივიჯგუფის ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ჯამურად, ქობულეთის კლასტერთან მყოფი 148 პირია გამოვლენილი. ეს არის რამდენიმე სოფელი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელთან გვაქვს ჩვენ უკვე საქმე, მათ შორის ქალაქის ტერიტორიასთან.

მიმდინარეობს ყველა კონტაქტის მოძიება და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ვინაიდან ჩვენ ვმუშაობთ არამარტო პირველი ინდექს პაციენტის ირგვლივ, არამედ უკვე ყველა დადასტურებული პაციენტის კონტაქტებს მიმოვიხილავთ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს კონტაქტირებულთა რიცხვი. გაიზრდება ლაბორატორიული კვლევის ნიმუშებიც. უკვე თვითიზოლაციაში, ან კარანტინში მყოფი პირების შემთხვევაშიც, რომლებიც იზოლაციის წესს დაექვემდებარნენ“,-აცხადებს ნინო ნიჟარაძე.   

ამავე თემაზე