2020-04-10 12:25:35
კრიტიკის ძირითადი საგანია, რატომ "არაა მოდური" — კობახიძე ქართულ პირბადეებზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ქართული პირბადეების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიტიკის ძირითადი საგანი ისაა, რომ ეს პირბადეები "მოდური არაა".

"ეს არის პირბადეები, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო და პრევენციული მიზნებისთვის. აქ ვიზუალური მხარე მეორეხარისხოვანია. ვიზუალურადაც მაქსიმალურად მორგებულია იმ რეალობას, რომელიც სჭირდება ასეთი პირბადის შეკერვას", — განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა შეუძლია.  

ამავე თემაზე