2020-04-10 12:17:28
არამგონია ოდესმე ისევ ჩამოვართვათ ვინმეს ხელი - ენტონი ფაუჩი

„არამგონია ოდესმე ისევ ჩამოვართვათ ვინმეს ხელი“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ეპიდემია ჩაივლის, ადამიანები ისევ შეინარჩუნებენ გარკვეულ ჩვევებს, მაგალითად ხელების სავალდებულო დაბანას და ხელის არ ჩამორთმევას.

„არამგონია ჩვენ ისევ ვინმეს ჩამოვართვათ ხელი, გულწრფელად რომ გითხრათ. ეს კარგი იქნება არამხოლოდ კორონავირუსის პრევენციისთვის, არამედ სხვა დაავადებების, მაგალითად გრიპის პრევენციისთვის, რაც ქვეყანაში მის შემთხვევებს შეამცირებს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
 

ამავე თემაზე