2020-04-10 12:08:26
სასულიერო პირები და მონასტრები ითვლება ,მოწყვლად ჯგუფებად, სწორედ ამიტომ მათ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ-ტიკარაძე

სასულიერო პირები და მონასტრები ითვლება ,მოწყვლად ჯგუფებად, სწორედ ამიტომ მათ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ, აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა. 

"საქართველოში გვაქვს ტუბერკულოზის პროგრამის ძალიან კარგი პრაქტიკა. როდესაც ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებდით, იქ იყო შეტანილი სასულიერო პირთა და მონასტრების კვლევაც. რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, გარკვეულწილად, ეს დაწესებულებებიც ითვლება მოწყვლად ჯგუფებად. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოების დაცვა"- თქვა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უკვე დაამატკიცა, საეკლესიო პირებს, ვისაც სიმპტომები არ ექნებათ, ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით. 

სასულიერო პირების გარდა, მაღალი რისკ ჯგუფად განიხილებიან მთავრობის წევრები, სამედიცინო პერსონალები, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონალური ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა.  

ამავე თემაზე